თეგებით ძიება

საქართველოში ფიქსირდება „ღორის გრიპის“ შემთხვევები - ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში გაზრდილია გრიპის ვირუსების შემთხვევების რაოდენობა.

მისი თქმით, მათი უდიდესი წილი A ტიპის, პანდემიური შტამის ვირუსებზე მოდის, რომელშიც H1N1, ე.წ. ღორის გრიპი შედის.

„დეკემბრის ბოლო კვირისთვის ქვეყანაში დომინანტური ვირუსი იყო გრიპის ვირუსი, კონკრეტულად A ტიპის გრიპის ვირუსი და ინფიცირების უდიდესი ნაწილი იყო გამოწვეული H1 პანდემიური ვირუსით, ეს არის ჩვენთვის კარგად ნაცნობი „ღორის გრიპი“, რომელმაც 2009-2010 წელს მსოფლიოში გამოიწვია გრიპის პანდემია. ზოგადად, გრიპის ორივე ფორმა - A ტიპიც და B ტიპიც მსგავსი სიმპტომებით ხასიათდება: ეს არის მაღალი ტემპერატურა - 38 და უფრო მეტი, ეს არის ძლიერი საერთო სისუსტე, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, სახსრებისა და კუნთების ტკივილი“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა