თეგებით ძიება
08. 01. 2024 მსოფლიო

მსოფლიო ბაზრებზე ნავთობი იაფდება

მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასები იკლებს. ბოლო მონაცემებით, ბირჟებზე brent-ის ტიპის საწვავის ფასი ბარელზე 77,71 დოლარს შეადგენს, ამერიკული ნედლი ნავთობის WTI-ის ღირებულება კი ბარელზე 72,74 დოლარია.

აღსანიშნავია, რომ როგორც Brent-ის, ასევე WTI-ის ტიპის საწვავზე ფასებმა კლება გასული წლის მიწურულს დაიწყო. 26 დეკემბერს ამერიკული ნედლი ნავთობი 75,57 დოლარი ღირდა, Brent-ი კი 80,85 დოლარი.

ამასთან, მსოფლიოში საწვავის უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანიამ Saudi Aramco-მ მის ფლაგმან Arab Light ნავთობის თებერვლის მიწოდებაზე ფასი შეამცირა. ფასების კლება შეეხო ყველა რეგიონს. როგორ Bloomberg-ი წერს, ფასების შემცირება მოთხოვნის შემცირების ფონზე მოხდა.

სააგენტოს ცნობით, აზიის ბაზრებზე მიწოდებაზე ფასი ბარელზე 1,5-2 დოლარით შემცირდა. გარდა ამისა, ფასები შემცირდა ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში, ხმელთაშუა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

წყარო : bpn.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა