თეგებით ძიება

წლებია ვიხვეწები, რომ პატრიარქს შემახვედრონ... არ მახვედრებენ - თამრიკო ჭოხონელიძე

"უგუ­ნუ­რი ფრა­ზა გაჟ­ღერ­და, თამ­რი­კო მგა­ლო­ბე­ლი არ არი­სო. აბა, ვინც გა­ლობს, რე­პე­რია?" - თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძემ "TV პირ­ვე­ლის" ეთერ­ში კი­დევ ერთხელ ისაუბრა, თუ რა­ტომ აღარ გა­ლობს წლე­ბია სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში.

"ალ­ბათ მე უფრო ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგი, ვიდ­რე მათ. მე რო­გორ უნდა დამ­სა­ჯონ, რომ გა­ლო­ბა ამიკ­რძა­ლონ... სახ­ლში ვგა­ლობ. არც ამ­პარ­ტავ­ნე­ბა მა­ლა­პა­რა­კებს და არც ხიბლში ვარ. უბ­რა­ლოდ, ადა­მი­ა­ნის ჩაგ­ვრას რომ ვერ და­ვუ­ჭი­რე მხა­რი, ეს გახ­და სა­ბა­ბი, თურ­მე თამ­რი­კო პრო­პა­გან­დას ეწე­ვა. ლა­პა­რა­კია იმ პე­რი­ოდ­ზე, რო­დე­საც 17 მა­ი­სის ღო­ნის­ძე­ბის დროს და­ი­ნიშ­ნა ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღე. მე ვთქვი, რომ ეს და­პი­რის­პი­რე­ბას გა­მო­იწ­ვევ­და. ლგბტ ხალ­ხი თუ არ მოგ­წონს, ეს იმას კი არ ნიშ­ნავს რომ უნდა და­ჩაგ­რო.

ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის გვერ­დით დავ­დგე­ბი, ვი­საც და­ჩაგ­რა­ვენ. სა­ში­ნე­ლე­ბებს მწერ­დნენ, რაც გა­და­ვი­ტა­ნე, ვერ აგიხ­სნით. რთუ­ლია, რომ არ მი­აქ­ციო ყუ­რა­დღე­ბა. არა­სო­დეს არაფ­რის პრო­პა­გან­დას არ ვე­წე­ვი, უბ­რა­ლოდ, ადა­მი­ა­ნის ჩაგ­ვრას ვერ და­ვუ­ჭერ მხარს და ამის გამო, თამ­რი­კო ვი­თომ და­სა­ჯეს.

ერთი უგუ­ნუ­რი ფრა­ზა გაჟ­ღერ­და "თამ­რი­კო ხომ მგა­ლო­ბე­ლი არ არი­სო,“ უკაც­რა­ვად, ვინც გა­ლობს, რე­პე­რია? - რას ნიშ­ნავს მგა­ლო­ბე­ლი, ვინც გა­ლობს, იმ წუთ­ში ყვე­ლა მგა­ლო­ბე­ლია. არ მე­გო­ნა, რომ მთლად ასე სწორ­ხა­ზოვ­ნად აზ­როვ­ნებ­დნენ. ცუ­დია რომ ასე მოხ­და, ვერ და­სა­ჯეს თამ­რი­კო და ვერც ვე­რა­სო­დეს დას­ჯი­ან. მე სწო­რი პო­ზი­ცია და­ვი­ჭი­რე.

მგო­ნი, ხუთი წე­ლია უკვე ამის მერე გა­სუ­ლი და ყო­ველ შო­ბას ბევ­რი ეპის­კო­პო­სი და მა­მაო, მი­რე­კავს და მე­უბ­ნე­ბი­ან, ჩვენ შენ­თან ვართ და ჩვენ სწორ გზა­ზე ვდგა­ვარ­თო. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვიხ­ვე­წე­ბი, რომ პატ­რი­არ­ქს შე­მახ­ვედ­რონ, ადრე თა­ვად ითხოვ­და ხოლ­მე ჩემ­თან შეხ­ვედ­რას. არ მახ­ვედ­რე­ბენ. თან ვი­თხოვ­დი, რომ მარ­ტო არ მინ­და, თქვე­ნი თან­დას­წრე­ბით დავ­ჯდე­ბი და მე ამ ყვე­ლა­ფერს ვი­ტყვი, რის გა­მოც და­მი­პი­სირ­პირ­დით - მეთ­ქი. არ ვიცი, რამ­დე­ნად სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია აქვს ჩემ­ზე პატ­რი­არ­ქს, მე არას­დროს მის­თვის არ მი­ღა­ლა­ტია. თა­ვად დგას იმ აზ­რზე, რომ ადა­მი­ა­ნი არ უნდა და­ჩაგ­რო..." - ამბობს ჭოხონელიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა