თეგებით ძიება
08. 01. 2024 მსოფლიო

ალენ დელონი აპირებს საკუთარ ვაჟს უჩივლოს

ამ ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ფრან­გი მსა­ხი­ო­ბი ალენ დე­ლო­ნი აპი­რებს უჩივ­ლოს სა­კუ­თარ ვაჟს, ენ­ტო­ნის. ის გა­ა­ნა­წყე­ნა შვი­ლის გან­ცხა­დე­ბამ მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. ენ­ტო­ნიმ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მი­ა­ნიშ­ნა, რომ ალენ დე­ლონს დიდი ხნის სი­ცო­ცხლე აღარ აქვს დარ­ჩე­ნი­ლი.

88 წლის მსა­ხი­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ შვილ­მა მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და:

"მამა ვერ იტანს თა­ვის ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას, ამი­ტომ არ­სე­ბობს "სე­რი­ო­ზუ­ლი რის­კი", რომ მან "ბოლო შობა" აღ­ნიშ­ნა. ის ბევ­რს აღარ ლა­პა­რა­კობს და იღ­ლე­ბა ან ღი­ზი­ან­დე­ბა, რო­დე­საც ვა­ი­ძუ­ლებთ გვე­სა­უბ­როს".

სტა­ტი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში დე­ლონ­მა შვილს ად­ვო­კა­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით უპა­სუ­ხა. ვარ­სკვლა­ვის ად­ვო­კა­ტის თქმით, ალე­ნი "შო­კი­რე­ბუ­ლია მისი შვი­ლის, ენ­ტო­ნის ნათ­ქვა­მით. მას სურს უჩივ­ლოს ტყუ­ი­ლის­თვის. მა­მა­კაც­მა და­ა­მა­ტა, რომ ვე­ღარ მო­ით­მენს ენ­ტო­ნის "აგ­რე­სი­ულ ქცე­ვას, რო­მე­ლიც გა­მუდ­მე­ბით ტყუ­ილს ამ­ბობს მას­ზე და მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე".

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2019 წლის ივ­ლის­ში დე­ლონს ინ­სულ­ტი და­ე­მარ­თა და ახლა ის იშ­ვი­ა­თად ტო­ვებს სახ­ლს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა