ეს არის უკრაინული რეალობა, რომლის შეცვლა მხოლოდ იარაღით შეიძლება - ოლენა ზელენსკა
უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა რუსული ძალების მიერ უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინაში არსებული რეალობის შეცვლა მხოლოდ იარაღით შეიძლება.
„ზამთრის ყველაზე ცივ დილას მტერმა ადამიანები უსახლკაროდ დატოვა. რუსულმა დაბომბვამ დააზიანა სახლები და ინფრასტრუქტურა ხარკოვის, დნიპროს, ზაპოროჟიესა და ხმელნიცკის ოლქებში. არიან დაღუპულები და დაშავებულები, მათ შორის ბავშვები. ეს არის უკრაინული რეალობა, რომლის შეცვლა მხოლოდ იარაღით შეიძლება“, - წერს ზელენსკა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, დღეს, რუსულმა ძალებმა უკრაინის ოთხ ოლქზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც, დაიღუპა სულ მცირე ოთხი და დაშავდა 30-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.