ესპანურმა Proexport-მა და SpaceX-მა შესაძლოა, მარსზე ბოსტნეულის მოყვანა დაიწყონ
ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა გავლენიანმა ასოციაციამ ესპანეთში, კომპანია Proexport-მა, ილონ მასკის კომპანია SpaceX-თან თანამშრომლობის შესახებ განაცხადა. თანამშრომლობის მიზანია მარსზე ბოსტნეულის მოყვანის შესაძლებლობების ერთობლივად შესწავლა - ამის შესახებ East-Fruit-ი წერს.
„ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ ამ თანამშრომლობით. ნიადაგის უკიდურესმა სიმშრალემ და გახანგრძლივებულმა გვალვამ, ისევე როგორც სასუქებისა და პესტიციდების გამოყენების მკაცრმა შეზღუდვებმა, რომელსაც აწყდებიან ჩვენი ფერმერები სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში, მიგვიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე. ჩვენ საუკეთესოდ ვიმუშავებდით პრობლემის გადასაჭრელად. წარმოუდგენელი გამოწვევაა სალათის ფოთლის, ბროკოლის, პომიდვრის ან წიწაკის წარმოება მომავალში“, - თქვა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფერნანდო გომესმა.
"ეს პროექტი ხელს შეუწყობს სამეცნიერო კვლევებს სოფლის მეურნეობის სფეროში და უზრუნველყოფს გადაწყვეტილებებს კლიმატის ცვლილების გავლენის შესახებ ხილისა და ბოსტნეულის წარმოებაზე", - აცხადებს SpaceX-ის წარმომადგენელი.
ცნობისათვის, კომპანია Proexport-ი შედგება სასოფლო-სამეურნეო კომპანიების, კოოპერატივებისა და საწყობების 50-ზე მეტი ჯგუფისგან, რომლებიც ჩვეულებრივი და ორგანული ხილისა და ბოსტნეულის წარმოებასა და რეალიზაციაში მონაწილეობენ. მათი ერთობლივი წარმოება 1 მილიონ ტონას აღემატება, ის იყიდება 60-ზე მეტ ქვეყანაში საერთაშორისო ბაზრებზე და 28 ათას სამუშაო ადგილს ქმნის.
წყარო : bpn.ge