რჩევები პროდუქტიულობის გაზრდისთვის
1. დაიწყეთ დღე სწორად
ის, თუ როგორ იწყებთ დილას, ქმნის მთელი დღის განწყობას. თუ დილით ადრე გაიღვიძებთ და სრული სამუშაო მზადყოფნა გექნებათ, დღის განმავლობაში უფრო მეტს მოასწრებთ. გარდა ამისა, საჭიროა დღე პოზიტიურად დაიწყოთ. ყველაზე მეტად ადამიანები ფოკუსირებულნი არიან იმაზე, რისი მოსწრება ვერ შეძლეს წინა დღეს, მაგრამ საკუთარი დროის გაცილებით წარმატებულად გამოყენებისთვის საჭიროა პრიორიტეტები თავიდან დასვათ და შეუდგეთ მიმდინარე დღისთვის დასახული მიზნების მიღწევას. გადადეთ ტელეფონი, ელფოსტა და დაიწყეთ გონებრივი საქმიანობის მასტიმულირებელი რაიმე ვარჯიშით ან ფიტნესით. ფიზიკური ვარჯიში სისხლის მიმოქცევის სტიმულაციას ახდენს და დაგმუხტავთ, იოგა კი თავს გაგითავისუფლებთ.
2. გამოიყენეთ აივი ლის მეთოდი პროდუქტიულობის ასამაღლებლად
ეს არის პროდუქტიულობის ამაღლების ძველი სტრატეგია, სადაც ყოველი დღის ბოლოს რეკომენდებულია იმ ექვსი მნიშვნელოვანი საკითხის სია შეადგინოთ, რომელთა გაკეთებაც მომდევნო დღეს გინდათ. დავალებები სიაში უნდა ჩამოწეროთ მნიშვნელოვნების შესაბამისად, ბოლოს უნდა იყოს ყველაზე ნაკლებმნიშვნელოვანი. ამ მეთოდის არსი არის არა ის, რაც შეიძლება მალე გაუმკლავდეთ ყველა საკითხს, არამედ ის, რომ მობილიზდეთ სიაში პირველ ადგილზე ჩაწერილი საკითხის მოსაგვარებლად. შემდეგ გადადით მეორე საკითხზე, ოღონდ პირველი უკვე მოგვარებული უნდა გქონდეთ. ასე გააგრძელეთ მანამ, სანამ ყველა საკითხს არ შეასრულებთ. ჯეიმს კლირმა, რომელიც არის პროდუქტიულობის საკითხზე გამოცემული წიგნის ავტორი, განაცხადა, რომ 1918 წელს აივი ლიმ, რომელიც შემდგომში პროდუქტიულობის დარგში კონსულტანტი გახდა, ერთხელ კომპანია Bეტჰლეჰემ შტეელ-ის პრეზიდენტს ჩარლზ შვაბს შესთავაზა, რომ ეს მეთოდი შეეტანა თანამშრომლების პროდუქტიულობის გასაზრდელად სამუშაო პროცესში. შვაბმა დაუჯერა და როცა ძალიან კარგი შედეგი დაინახა, კონსულტანტს მაშინვე გამოუწერა 25 000-დოლარიანი ჩეკი – ეს იმ დროისთვის ძალიან დიდი თანხა იყო.
3. შეეცადეთ პოლიფაზური ძილით იძინოთ
ჩვეულ რეჟიმში ადამიანს მხოლოდ ღამით უნდა ეძინოს, მაგრამ თუ თქვენ მოახერხებთ სამუშაო დღის მანძილზე წათვლიმოთ, მაგალითად, შესვენებისას, ეს ნამდვილად დაგეხმარებათ, დარჩენილი სამუშაო დრო უფრო პროდუქტიულად გაატაროთ. პოლიფაზური ძილი – არის მეთოდი, რომლის დროსაც ჩვეულებრივ 7-საათიან მონოფაზურ ძილს ანაწილებენ და ყოველ ექვს საათში იძინებენ 30 წუთით. ამასთან, თქვენ გაგიჩნდებათ დამატებით ხუთი საათი ძილისთვის მთელი დღის განმავლობაში, სცადეთ, იქნებ ასეთი რეჟიმი უფრო სასარგებლო იყოს თქვენთვის.
4. ცხოვრებას უყურეთ ოპტიმისტურად
უორიქსის უნივერსიტეტში ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ბედნიერი თანამშრომლები გაცილებით უფრო ენერგიულად მუშაობენ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხალისიან ადამიანებთან ერთად მუშაობისას დანარჩენების პროდუქტიულობა იზრდებოდა 12%-ით. თუ გინდათ, რომ საქმიანობის სფეროში მაღალპროდუქტიული მაჩვენებელი გქონდეთ, აუცილებლად იმუშავეთ ხალისიან თანამშრომლებთან ერთად და მოერიდეთ ნეგატიურებს. გარდა ამისა, თქვენც შეგიძლიათ სხვათა პროდუქტიულობის ამაღლება კარგი განწყობის შენარჩუნებით და გამოვლენით – ეს ყველასთვის სასარგებლო იქნება.
5. სვით ყავა
სიახლე ყველა ყავამანისთვის: კვლევები აჩვენებენ, რომ ყავა პროდუქტიულობის დონეს ამაღლებს. ყავა უდიდეს დახმარებას გაგიწევთ პროდუქტიულობის გაზრდაში. დღის მანძილზე ნეირონების აქტივაციისას ტვინში ხდება ადენოზინის გამომუშავება, რომლის მუდმივი გამომუშავების შედეგად ადამიანი თავს დაღლილად და მოტეხილად გრძნობს. ყავა დაგეხმარებათ ამ ეფექტთან გამკლავებაში და შეასრულებს ადენორეცეპტორების როლს, რომლებიც ადენოზინს ბლოკავენ.
გამოიცანით დიასახლისის ხასიათი სახლის მიხედვით
ამბობენ, რომ საკმარისია შეხედო სახლს და მიხვდები, როგორი დიასახლისი ჰყავს, როგორი ხასიათი აქვს მას.
შევეცადეთ გაგვერკვია, როგორი კავშირია სახლის ინტერიერსა და დიასახლისის ხასიათს შორის.
მცენარეების არჩევანი
ოთახის მცენარეებსაც კი შეუძლია მოგვაწოდოს გარკვეული ინფორმაცია დიასახლისის შესახებ. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ნებისმიერი ტროპიკული მცენარის მოყვარული ადამიანი მოქნილი გონებისა და რბილი ხასიათისაა.
სუკულენტების მოყვარულები თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოყვარულები არიან.
არეული სამზარეულო
სამზარეულოს აქსესუარებისა და ინვენტარის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, როგორი დიასახლისი ჰყავს ამა თუ იმ სახლს. თუ მაცივარი სავსეა პროდუქტებით და ინტერიერიც სავსეა ბევრი ლამაზი ნივთით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამ სახლის დიასახლისი კეთილი, გულღია და ესთეტიკის მოყვარული ადამიანია. თუ ბევრი დასასუფთავებელი საშუალებაც არის, ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ ამ ქალს სახლის დალაგება და სისუფთავეც უყვარს.
ფერები საძინებელში
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ლოგინის თეთრეულის მიხედვით ძალიან კარგად არის შესაძლებელი ქალის ხასიათის ამოცნობა.
მკვეთრი ფერებისა და პრინტების მოყვარულები ენერგიულები და მხიარულები არიან, სადა ფერების მოყვარულები კი უფრო ნაზები და თავშეკავებულები.
ავეჯის განლაგება
თუ სახლში ავეჯი ისეა განლაგებული, რომ იგრძნობა სივრცე, ეს იმას ნიშნავს, რომ ქალი გულღია და კეთილი ადამიანია, მას უყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია.
არეულობა
ორგანიზებულ დიასახლისთან ურთიერთობა დიდი სიამოვნებაა, ასეთ ქალებს ყოველთვის აქვთ სახლში კალენდარი და ზუსტად იციან, როდის რა გააკეთონ, ისინი ყველაფერში მოწესრიგებულები არიან, არეულობის მოყვარული დიასახლისი კი ცხოვრებაშიც მოუწესრიგებელი და ჩამოუყალიბებელია, არასდროს იცის ზუსტად, რა და როგორ უნდა გაკეთდეს.
წყარო : მკურნალი