თეგებით ძიება

ეს არის აგრესიული დაჯგუფება, რომლებსაც მწვანე აქვთ ანთებული - ნაზღაიძე თავდამსხმელებზე

აგრესიული დაჯგუფება, რომელსაც მწვანე შუქი აქვს ანთებული - ასე აფასებს ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე მასზე თავდამსხმელების მოქმედებას და დღეს გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ითხოვს დამნაშავეების დასჯას:

"ისეთი სიმწარით ისვრიან, გეგონება რაღაც დავუშავე ამ ადამიანებს და მართლა მაინტერესებს, ვნახო და ვკითხო, რა დაგიშავე. უბრალოდ ვუკავშირებ, ეს არის აგრესიული დაჯგუფება, რომლებსაც ანთებული აქვთ მწვანე, გასდით ეს ყველაფერი და ვიღაცამ უნდა დასაჯოს. " ამბობს ნაზღაიძე.

მისივე ინფორმაციით, კადრები ინციდენტის მხოლოდ ნაწილს ასახავს და თავდამსხმელები თვითმხილველებს, რომლებიც ფაქტს იღებდნენ. კადრების წაშლას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათაც ემუქრებოდნენ: 

"ვიღაც პატარა გოგოები მოვიდნენ და მუქარით გვაშლევინებდნენ ამ ვიდეოებს, თუ არ წაშლით თქვენც გიპოვით, თქვენც ნახეთ რა მოგივათო" - ამბობს ნაზღაიძე, რომელიც გამოკითხვაზე დღესაც იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, ტელეწამყვანს თავს 5 იანვარს, ორბელიანის მოედანზე დაესხნენ. გავრცელებულ ვიდეოკადრებში კარგად ჩანს აგრესიული დაჯგუფების წევრები, როლებიც ნაზღაიძისა და მისი მეგობრების მისამართით სხვადასხვა ნივთებს ისვრიან.

დაკავებული ამ დრომდე არავინაა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 151-ე, მუქარის მუხლით დაიწყო. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა