თეგებით ძიება
08. 01. 2024 მსოფლიო

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ უსაფრთხოების აღსადგენად - ნეთანიაჰუ

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩრდილოეთში უსაფრთხოების აღსადგენად, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

"ჰეზბოლამ" ჩვენთან მიმართებაში დიდი შეცდომა დაუშვა 2006 წელს და ახლაც [იგივეს] აკეთებს. ის აქ ხედავს დიდ ძალას, ხალხის ერთიანობას, მონდომებას, გააკეთოს ყველაფერი, რაც აუცილებელია ჩრდილოეთში უსაფრთხოების აღსადგენად. ეს ჩემი პოლიტიკაა", - აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩრდილოეთში უსაფრთხოების აღსადგენად. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვირჩევნია, რომ ეს მოხდეს ფართო კამპანიის გარეშე, მაგრამ ეს ხელს არ შეგვიშლის", - დასძინა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა