თეგებით ძიება

2026 წლის საჯარო სერვისების გაეროს მსოფლიო ფორუმის მასპინძელი საქართველო იქნება - რატი ბრეგაძე

2026 წლის საჯარო სერვისების გაეროს მსოფლიო ფორუმის მასპინძელი საქართველო იქნება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

„2023 წლის დეკემბერში, გაეროში, გენერალური მდივნის მოადგილესთან გვქონდა საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მიმოვიხილეთ საქართველოში საჯარო სერვისების განვითარებაზე მიმართული რეფორმები.

ახალი წლის დადგომასთან ერთად კი მივიღეთ ბატონი ლი ჯინჰუას წერილი, რომლითაც გვემცნო, რომ ჩვენი თხოვნა დაკმაყოფილდა და საჯარო სერვისებზე გაეროს მსოფლიო ფორუმი 2026 წელს საქართველოში ჩატარდება!

მინდა დიდი მადლიერება გამოვხატო ჩვენი სახელმწიფოს ასეთი დიდი ქმედითი მხარდაჭერისთვის, რაც ჩვენთვის ძალიან მძლავრი მოტივაციაა.

დიდი სიხარულია, რომ ათასობით საჯარო მოსამსახურის მიერ მომხმარებელზე ორიენტირებული, მაღალი ხარისხის, სწრაფი და ეფექტიანი სახელმწიფო სერვისების განვითარებისთვის გაწეული შრომა უმაღლეს დონეზე იქნა აღიარებული და დაფასებული.

გაეროს მსოფლიო ფორუმზე ყველა კონტინენტის წარმომადგენელი ერთმანეთს გაუზიარებს ცოდნას საჯარო სერვისებზე და გაჩნდება ახალი იდეები, რაც ადამიანების ცხოვრების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

საქართველო ნიჭიერი და მონდომებული ადამიანების ქვეყანაა, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. წინ ბევრი გამარჯვებაა“, - წერს ბრეგაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა