ცნობილია, ვინ არიან ბოლნისში ტრაგიკულად დაღუპული მოზარდები
საშინელი ტრაგედია დატრიალდა ბოლნისში. ავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. მოზარდები სოფელ ბალახაურში გზის პირას, არასრულწლოვან ბიჭებს დიდი სიჩქარით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მძღოლი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
ტრაგიკულად დაღუპული ერთი მოზარდი ადგილობრივი სკოლის მერვე კლასის მოსწავლე იყო. მეორე მოზარდი კი სტუმრად იყო ჩასული. ის ნაილ აბდულაევია.
როგორც სკოლის დირექტორი ჰყვება, ტერიტორიაზე, სადაც ბავშვები ავარიას ემსხვერპლნენ, პატარა ბაზარია მოწყობილი და მოზარდები პროდუქტების საყიდლად იყვნენ მისულები.