ტეხასის შტატში მდებარე სასტუმროში აფეთქების შედეგად, 21 ადამიანი დაშავდა
ტეხასის შტატის მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში აფეთქება მოხდა. შედეგად არანაკლებ 21 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროში აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. გამომძიებლები მუშაობენ, რათა აფეთქების გამომწვევ მიზეზებზე მეტი დეტალი დაადგინონ.