თეგებით ძიება
09. 01. 2024 მსოფლიო

ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ისრაელშია. ღაზის სექტორში ომის დაწყების შემდეგ, ენტონი ბლინკენი თელ-ავივში უკვე მეოთხედ ჩავიდა. მანამდე კი, ის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში იმყოფებოდა. აშშ-ის მთავარი დიპლომატის ვიზიტების მიზანი, კონფლიქტის შეკავება და მისი გაუვრცელებლობაა.

„ყველგან, სადაც მივედი, ვნახე ლიდერები, რომლებიც მოწადინებულნი არიან, რომ თავიდან აირიდონ კონფლიქტის გავრცელება. ისინი ყველაფერს აკეთებენ ესკალაციის შესაჩერებლად, კონფლიქტის გაფართოების თავიდან ასაცილებლად. რეგიონის მომავალი ინტეგრაცია უნდა იყოს, ამისთვის კი, პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო უნდა შეიქმნას.

ყველას, ვისაც ვესაუბრე, ესმის, რომ ეს მარტივი არ იქნება. ჩვენ ყველაფერს ვიაზრებთ, ვიცით, რომ ეს უცებ, ერთ საათში ვერ მოხერხდება, მაგრამ ერთად მუშაობაზე შევთანხმდით. მზად ვართ, რთული გადაწყვეტილებები მივიღოთ“, -აღნიშნა ბლინკენმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა