თეგებით ძიება

თეთრი სახლის ჭიშკარს ავტომობილი შეეჯახა, მძღოლი დაკავებულია

CNN-ის ცნობით, ვაშინგტონში, თეთრი სახლის ჭიშკარს ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მანქანის მძღოლი დაკავებულია. აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სპიკერის, ენტონი გულიელმის თქმით, მომხდარზე  გამოძიება მიმდინარეობს.

"მანქანა თეთრი სახლის კომპლექსის გარე ჭიშკარს საღამოს ექვს საათამდე შეეჯახა. მძღოლი დაკავებულია. ჩვენ ვიძიებთ შეჯახების მიზეზს", - თქვა საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა