თეგებით ძიება

11 უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული, მათ შორის არასრულწლოვანებზე ძალადობაში - ვინ არის ამერიკის მოქალაქე, რომელიც საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს?

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­დან ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნი­ლი პი­რის ექ­სტრა­დი­ცია მოხ­და.

"სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენტს შო­რის ექ­სტრა­დი­ცი­ის თა­ო­ბა­ზე გა­ფორ­მე­ბუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ქარ­თვე­ლო­დან ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნი­ლი პი­რის ექ­სტრა­დი­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და.

ექ­სტრა­დი­რე­ბუ­ლი პირი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის კომ­პე­ტენ­ტუ­რი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ 2017-2021 წლებ­ში, ტე­ხა­სის შტატ­ში, არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბი­სა და ოჯა­ხის წევ­რზე თავ­დას­ხმის­თვის, ასე­ვე 2020-2021 წლებ­ში, ლუ­ი­ზი­ა­ნას შტატ­ში არ­სე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რო­ბი­სა და სხვა და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის იძებ­ნე­ბო­და.

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლონ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ექ­სტრა­დი­ცია და­საშ­ვე­ბად ცნო.

2023 წლის 26 დე­კემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა მი­ი­ღო სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ექ­სტრა­დი­ცი­ის თა­ო­ბა­ზე, რის შემ­დგო­მაც ძებ­ნი­ლი პირი სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის კომ­პე­ტენ­ტუ­რი ორ­გა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს გა­და­ე­ცა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­მო­ხა­ტავს მზად­ყოფ­ნას, ძებ­ნი­ლი პი­რე­ბის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე წარ­დგე­ნის მიზ­ნით, მო­მა­ვალ­შიც წარ­მა­ტე­ბით ითა­ნამ­შრომ­ლოს პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის კომ­პე­ტენ­ტურ ორ­გა­ნო­ებ­თან“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

აშშ-ის მო­ქა­ლა­ქის და­კა­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია 2023 წლის 1-ელ ნო­ემ­ბერს გავ­რცელ­და. 31 წლის კა­მე­რონ ჯაე ლუ­თერ სტენდჰარ­ტი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ა­კა­ვეს. აშშ-ს მო­ქა­ლა­ქე ორ შტატ­ში 11 და­ნა­შა­ულ­ში არის ბრალ­დე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ის 2023 წლის აპ­რილ­ში შე­მო­ვი­და. მა­ნამ, ვიდ­რე მას­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა გა­მო­ცხად­დე­ბო­და. ქარ­თვე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის თქმით, მას სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნი­სას და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნია.

წყარო - ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა