იაპონიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 180-ს მიაღწია, 120 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ
იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 180-ს მიაღწია, 120 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას იშიკავას პრეფექტურაში ძლიერი ნგრევა მოჰყვა. განადგურებული გზებისა და კომუნიკაციების გამო, სტიქიის შედეგები ბოლომდე ცნობილი ჯერ კიდევ არ არის.
იაპონიაში ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა 1-ელ იანვარს მოხდა, რასაც 600-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი მოჰყვა.