თეგებით ძიება
09. 01. 2024 მსოფლიო

რა ხდება ისრაელ-„ჰამასის“ ომის 95-ე დღეს

ომი „ჰამასის“ წინააღმდეგ მალე არ დასრულდება, ჩვენ საერთაშორისო მხარდაჭერა გვჭირდება, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

ისრაელი ხაზგასმით აცხადებს, რომ ბრძოლა „ჰამასის“ სრულ ლიკვიდაციამდე გაგრძელდება. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ჰან იუნისში, სადაც „ცაჰალის“ ცნობით, იარაღის საცავებსა და იარაღით დატვირთულ მანქანებს მიაგნეს.

ცეცხლი არ წყდება ისრაელ-ლიბანის საზღვარზეც, სადაც ისრაელის თავდაცვის არმია, „ჰეზბოლას“ იერიშებს იგერიებს და საპასუხო დარტყმებით პასუხობს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სირიაში „ჰამასის“ წევრის ლიკვიდაცია შეძლეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა