თეგებით ძიება

6 თებერვალს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს

6 თებერვალს სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე ანგარიშს წარადგენს. ეს იქნება ზურაბიშვილის ბოლო გამოსვლა საპარლამენტო ტრიბუნასთან პრეზიდენტის რანგში, თუ "ქართული ოცნება" მას კიდევ ერთ პოლიტიკურ დემარშს არ მოუწყობს. 

ამისთვის უმრავლესობას რამდენიმე პროცედურული ინსტრუმენტი აქვს. მაგალითად, თუ სხდომათა დარბაზში დეპუტატების საჭირო რაოდენობა რეგისტრაციას არ გაივლის და კვორუმი არ შედგება. ასეთ სცენარს ხელისუფლების ოპონენტები უშვებენ და აღნიშნავენ, რომ "ოცნება" პრეზიდენტის მიმართ "სადამსჯელო ღონისძიებას" ხშირად ატარებს.

თუმცა, დაბლოკავს თუ არა "ოცნება" ზურაბიშვილის ყოველწლიურ გამოსვლას, ჯერჯერობით უცნობია. "ქართული ოცნების" ლიდერებს ამასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებიათ. პარტიის რიგითი წევრი, მიხეილ სარჯველაძე კი ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია, როგორ მოიქცევა უმრავლესობა 6 თებერვალს. მისი თქმით, "წინასწარ მოვლენებს არ უნდა გავუსწროთ."

"არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს ასეთი რამ ნათქვამი, რომ ვინმე ბოიკოტს აპირებს, არ ვიცი ამასთან დაკავშირებით, ვერ გეტყვით," - ამბობს სარჯველაძე.

შეგახსენებთ, რომ დეკემბერში "ოცნებამ" პრეზიდენტი ელჩების ყოველწლიურ ამბასადორიალზე არ მიიწვია.  იქამდე კი, სახალხო ევროპულ ზეიმზე, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ თავისუფლების მოედანზე გაიმართა, მას სცენაზე ასვლისა და სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა