თეგებით ძიება

„ჩემი ორგანიზაცია უცხადებს სრულ უნდობლობას მარნეულის პოლიციას“ - თამაზ ელიზბარაშვილი

ბიზნესმენი, თამაზ ელიზბარაშვილი მარნეულში ძაღლზე ძალადობის უსასტიკეს შემთხვევას სოციალურ ქსელში ეხმაურება და საზოგადოებას მიმართავს:

„მიმართვა საზოგადოებას, 

მარნეულში სადისტურად მოკლული ძაღლის მკვლელს ადგილობრივი პოლიცია ხელს აფარებს. ჩვენი შეცდომაში შეყვანის მიზნით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თურმე ეს საშინელი დანაშაული მოხდა არა გუშინ არამედ რამოდენიმე დღის წინ, რომ თურმე სასიკვდილოდ ნაცემი ძაღლი ვერც მკვდარი იპოვეს და ვერც ცოცხალი. მოსალოდნელია, რომ გამოძიების დასრულებამდე გაავრცელონ ისეთი სულელური ინფორმაცია, რომ თურმე ვერ დაადგინეს ვინ გადაიღო ეს შემზარავი ვიდეო, ვინ გაავრცელა ინტერნეტში, ვერ დაადგინეს თანამზრახველები და ა.შ.  მარნეულის პოლიციის მიერ ამ საქმისადმი არაპროფესიონალური, დანაშაულებრივი მიდგომა გვაფიქრებინებს, რომ ადგილი აქვს მკვლელის გამართლების მცდელობას, ისევე როგორც რამოდენიმე დღის წინ ჩაფარცხეს ამ ნაძირალას მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობა 13 წლის ბავშვზე. 

ჩემი ორგანიზაცია უცხადებს სრულ უნდობლობას მარნეულის პოლიციას. 

მივმართავ საქართველოს და საერთაშორისო საზოგადოებას გავერთიანდეთ და ერთიანი ძალით მოვთხოვოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტურად გამოიძიონ ეს სასტიკი დანაშაული და გამოავლინონ ამ საშინელებაში მონაწილე ყველა დამნაშავე.“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა