თეგებით ძიება

პიროტექნიკით დაშავებულთა რაოდენობა შემცირებულია, თუმცა ამჟამად დამწვრობის ცენტრში 2 ბავშვი მკურნალობს - გუგა ქაშიბაძე

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის თქმით, საახალწლო პერიოდში, პიროტექნიკით დაშავებული მოქალაქეების რაოდენობა წელს შემცირებულია. მისი თქმით, დამწვრობის ცენტრში ამ დროისთვის პიროტექნიკით დაშავებული 2 ბავშვი მკურნალობს. 

ექიმი აღნიშნავს, რომ ზოგადად დაშავებულთა დაახლოებით 50% ბავშვია.

"შემცირებულია, წინა წლებთან შედარებით ფეიერვერკებით დაზიანებულთა რაოდენობა. ამ წუთას დამწვრობის ცენტრში ორი ბავშვი წევს. ერთი არის 6 წლის, მეორე 9 წლის. მათ ფეიერვერკის აფეთქების შედეგად მიიღეს დაზიანებები. კერძოდ, დამწვრობები. ერთ-ერთ მათგანს ორი ქირურგიული ჩარევა, კანის გადანერგვები გაუკეთდა. მათი მდგომარეობა არის სტაბილური. დაახლოებით 50% შემოსული პაციენტების არის ბავშვი," - ამბობს ქაშიბაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა