თეგებით ძიება
09. 01. 2024 მსოფლიო

სამხრეთ კორეის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ძაღლის ხორცით ვაჭრობას კრძალავს

სამხრეთ კორეის პარლამენტის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კანონს, რომელიც ძაღლის ხორცით ვაჭრობას კრძალავს. ამის შესახებ BBC წერს.

ახალი კანონის თანახმად, რომელიც ძალაში 2027 წელს შევა, ქვეყანაში აიკრძალება ძაღლების მოშენება და დახოცვა მათი ხორცის მოხმარების მიზნით, ასევე ძაღლის ხორცის დისტრიბუცია და გაყიდვა. კანონის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია სამ წლამდე პატიმრობა, თუმცა თავად ძაღლის ხორცის მოხმარება არ იქნება უკანონო.

სტატისტიკის თანახმად, სამხრეთ კორეაში დაახლოებით 1150 ძაღლის ფერმა და 1600-მდე რესტორანი მოქმედებს, სადაც ძაღლის ხორცისგან მომზადებული კერძები იყიდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა