გერმანიის კანცლერი ევროპელ პარტნიორებს უკრაინის სამხედრო დახმარებისკენ მოუწოდებს
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ევროპელ პარტნიორებს უკრაინის სამხედრო დახმარებისკენ მოუწოდებს.
შოლცის თქმით, მხოლოდ გერმანიის დახმარება უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საკმარისი არ არის.
"როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს გერმანიის კონტრიბუცია, მხოლოდ ის საკმარისი არ იქნება უკრაინის უსაფრთხოების გრძელი ვადით დასაცავად. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ჩვენს მოკავშირეებს ევროკავშირში, გააქტიურონ ძალისხმევა უკრაინის სასარგებლოდ.
ნებისმიერ შემთხვევაში, იარაღის ის რაოდენობა, რომლის მიწოდებასაც აპირებენ უკრაინისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ძალიან მცირეა. 1-ელი თებერვლისთვის ევროპულმა საბჭომ ზუსტად უნდა გადახედოს შეძლებისდაგვარად, რა კონკრეტულ კონტრიბუციას გაწევენ წელს ჩვენი ევროპელი პარტნიორები უკრაინის მხარდასაჭერად", - ამბობს გერმანიის კანცლერი.