თეგებით ძიება

იგეგმება თუ არა საკადრო ცვლილებები "ქართულ ოცნებაში"?

"ქართული ოცნება" საკადრო ცვლილებებს გამორიცხავს. მმართველ პარტიაში ირწმუნებიან, რომ წესდებაში შეტანილი ცვლილება პრემიერისა და მინისტრების გადაყენებას არ ნიშნავს. კითხვაზე რატომ მიანიჭეს ივანიშვილს პრემიერობის კანდიდატის წარდგენის უფლება, დეპუტატებს პასუხის გაცემა უჭირთ და პასუხად ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაზე საუბარს იწყებენ.  

იმ შემთხვევაში თუკი იქნება საპარლამენტო უმრავლესობაში "ქართული ოცნება" და ეს როგორც ჩანს, იქნება კიდევ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, აი, იქ ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას - პარტიის შიდა სტრუქტურა როგორ იქნება ჩამოყალიბებული, რომ გადაწყვეტილებები მიიღოს, ბუნებრივია, ეს არის განსაზღვრული. 

ისე კი, მინდა გითხრათ, რომ, რა თქმა უნდა, როდესაც პარტიულ ცხოვრებაში მიიღებს ბიძინა ივანიშვილი, მისი ავტორიტეტისა და მის მიმართ არსებული პატივისცემის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ის იქნება ჩართული ამ პროცესში და ეს არის აბსოლუტურად ნორმალური პროცესი.

რასაკვირველია, ეს არ შეიძლება გახდეს ვინმესთვის მიზეზი, რომ გააკეთოს განცხადებები ან ვარაუდები გამოთქვას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა რაღაც ცვლილებებია მოსალოდნელი მთავრობაში, ეს ნამდვილად არ ქმნის ასეთ საფუძველს, წესდებაში ასეთი ჩანაწერის არსებობა,“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 პარტია "ქართულმა ოცნებამ" წესდებაში ცვლილებები შეიტანა და  პრემიერ მინისტრის კანდიდატურის წარდგენის უფლება "ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მისცა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა