თეგებით ძიება

ზოდიაქოს ყველაზე ზრდილობიანი ნიშანი

სასწორი ზოდიაქოს თანავარსკვლავედში ჰაერის ნიშნის მეორე წარმომადგენელია. მზე ამ ნიშანში იმყოფება დაახლოებით 23 სექტემბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლის იმყოფება. ამ ნიშნით დაბადებულებს პლანეტა ვენერა მფარველობს. 

სასწორის ფერებია: ცისფერი, მწვანე, ლურჯი.

ყვავილებიდან სასწორის ხასიათს ყველაზე კარგად ვარდი და ია აღწერს. ვარდი ყვავილების მეფეა, რომელიც ზოდიაქოს წარმომადგენლის ხასიათისა და გრძნობების ცვალებადობას ხაზს უსვამს, იისფერი კი სინაზესა და თავშეკავებაზე მეტყველებს.

სასწორისთვის ყველაზე შესაფერისი ქვებია ალმასი, ბროლი და საფირონი.

სასწორის დახასიათება

დადებითი თვისებები:

ჰოროსკოპის მიხედვით სასწორის ხასიათის გამორჩეული თვისება ზრდილობაა. მათ ყოველთვის იციან, სად და რა უნდა თქვან და სხვისი ემოციებით არასოდეს თამაშობენ.

სასწორი ჰოროსკოპის ყველაზე რომანტიკული ნიშანია. სიყვარული მათი ძირითადი მდგომარეობაა. სიყვარულის გარეშე სასწორი ყველასა და ყველაფრის მიმართ პასიური და გულგრილი ხდება.

ზოდიაქოს ეს ნიშანი ნებისმიერ ურთიერთობაში პატიოსანი და სამართლიანია. ის ყოველთვის იპოვის დისკუსიაში კომპრომისს და უსიამოვნო სიტუაციიდან გამოსავალს. სასწორს შეუძლია თანამოსაუბრეს გაუგოს და მისი პრობლემის არსს ჩასწვდეს. თუმცა, სასწორის საუკეთესო თვისებები მაინც მისი სტაბილურობა, სიმტკიცე და შემოქმედებითი ბუნებაა.

უარყოფითი თვისებები:

სასწორს რამდენიმე ვარიანტიდან არჩევანის გაკეთება ძალიან უჭირს, დიდხანს ფიქრობს და შეცდომის დაშვების პანიკურად ეშინია. სწორედ დიდხანს ფიქრისა და ყოყმანის გამო ხშირად რეალურ შანსს ხელიდან უშვებს.

სასწორს შეუძლიათ საკუთარი პოზიცია ან გეგმები გაფრთხილების გარეშე შეცვალოს. მას ისეთი პიროვნული თვისება ახასიათებს, როგორიც ეგოიზმია - ჯერ საკუთარ თავზე ფიქრობს და შემდეგ სხვებზე.

სასწორი მამაკაცი

სასწორი მამაკაცი ჭკვიანი და გონიერი ადამიანია, რომელსაც გარშემო მყოფები აღმერთებენ. ყოველთვის მზადაა, გასაჭირში მყოფს სიტყვით თუ საქმით დაეხმაროს. უყვარს ხმაურიანი წვეულებები, სადაც, რა თქმა უნდა, ყურადღების ცენტრშია.

სასწორი ქალი

ის მომხიბვლელობისა და ელეგანტურობის სიმბოლოა, თუმცა მასში როგორც ქალური, ისე მამაკაცური საწყისი იგრძნობა. სწორედ ამიტომაც გამოიყურება მშვენივრად როგორც შარვალში, ისე კაბებში. ინტელექტითა და სიჯიუტით გამოირჩევა. სასწორ ქალს სამკაულები გამორჩეულად უყვარს და ყოველთვის ატარებს.

სასწორი ბავშვობაში

ტემპერამენტით სასწორი ბავშვი ზრდასრულ ადამიანს წააგავს. ის ტიპური სასწორია - მიმზიდველი გარეგნობა აქვს, ურთიერთობების მოყვარულია, ადამიანებით მანიპულირებს და საშინლად ცელქია. ზემოთქმულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სასწორის ტემპერამენტი სიკეთის, ინტელექტის, სამართლიანობისა და სტაბილურობისგან შედგება


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა