თეგებით ძიება
09. 01. 2024 მსოფლიო

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-ს აჭარბებს

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას „The Japan Time“-ს ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი განსაკუთრებით მაღალი იყო ქალაქ ვაჯიმაში, სადაც მიწისძვრამ მასიური ხანძარი გამოიწვია. ხანძრის გაჩენამ ადგილობრივი ტურისტული ბაზარი გაანადგურა.

ადგილობრივმა პრეფექტურამ 323 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადა. ვაჯიმაში უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების სამძებრო სამუშაოებში ადგილობრივი სამართალდამცველები ჩაერთნენ. ვაჯიმას ბაზრის ტერიტორიაზე დაახლოებით 200 შენობა განადგურდა.

მთავრობის სხდომაზე იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ მდგომარეობა „ჯერ კიდევ ძალიან რთულია“, მიწისქვეშა ბიძგების, თოვლისა და ყინვის გამო.

„არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ელიან დახმარებას და არ იციან, არიან თუ არა უსაფრთხოდ. არიან ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან იზოლირებულ სოფლებში. არიან ოჯახები, რომლებიც აგრძელებენ ლოცვას საყვარელი ადამიანების უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა კიშიდამ.

შეგახსენებთ, 1 იანვარს იაპონიაში 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა