თბილისში 27 წლის ქალი ქმარმა მოკლა
თბილისში კაცმა ცოლი მოკლა. გავცრელებული ინფორმაციით, კაცმა ცოლს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
27 წლის ქალი ჭრილობებით ინგოროყვას კლინიკაში დღეს დილით შეიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო.
ამ ეტაპზე, მომხდარზე დამატებითი დეტალები უცნობია.
წყარო: „ფორმულა“