მინესოტას შტატში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
მინესოტას შტატის ქალაქ ქლოკეტში სროლის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმა ერთ-ერთი სასტუმროში მოხდა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, სროლას 22 წლის ქალი და 35 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. სამართალდამცველებმა თავდამსხმელი სასტუმროს ტერიტორიაზე, გარდაცვლილი იპოვეს.
გამოძიების წინასწარი ვერსიით, 32 წლის ეჭვმიტანილმა მამაკაცმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მინესოტაში მომხდარი თავდასხმის მოტივის დასადგენად, მიმდინარეობს გამოძიება.