თეგებით ძიება
09. 01. 2024 მსოფლიო

ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე 34 წლის გაბრიელ ატალი დანიშნა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე 34 წლის გაბრიელ ატალი დანიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

გაბრიელ ატალი 2023 წლის ივლისიდან საფრანგეთის განათლების მინისტრის პოსტს იკავებდა.

ახლა გაბრიელ ატალმა ემანუელ მაკრონს უნდა წარუდგინოს წინადადება მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირებისთვის.

8 იანვარს, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ელისაბედ ბორნმა თანამდებობა დატოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა