თეგებით ძიება
09. 01. 2024 მსოფლიო

პალესტინის პრეზიდენტი თებერვალში რუსეთს ეწვევა

პალესტინის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი თებერვალში რუსეთს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინელი ლიდერის მრჩეველი, მაჰმუდ ალ-ჰაბაში ავრცელებს.

„კონკრეტული თარიღი ჯერ დადგენილი არ არის, მაგრამ დიდი ალბათობით, ვიზიტი თებერვალში შედგება. შეთანხმება მხოლოდ ვიზიტის თვეზე იქნა მიღწეული“, - განაცხადა მაჰმუდ აბასის მრჩეველმა.

მაჰმუდ ალ-ჰაბაშის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მხარეები ორმხრივ ურთიერთობებსა და ახლოს აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას განიხილავენ.

მაჰმუდ აბასის მრჩეველმა აღნიშნა, რომ პალესტინელი ხალხის უფლებების მხარდაჭერისას რუსეთი მთავარ როლს ასრულებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა