თეგებით ძიება

ხვალ, ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატი იწყება, რომელშიც საქართველოს ნაკრები მიიღებს მონაწილეობას

10 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით ლიეტუვას ქალაქ კაუნასში ფიგურულ ციგურაობაში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ტურნირში მონაწილეობას 32 ქვეყნის 167 სპორტსმენი მიიღებს.

ევროპირველობაზე ჩვენი ქვეყნიდან 7 სპორტსმენი - ევროპის მოქმედი ჩემპიონი ანასტასია გუბანოვა, ალინა ურუშაძე, ნიკა ეგაძე, ანასტასია მეტელკინა/ლუკა ბერულავა და დიანა დევისი/გლებ სმოლკინი იქნებიან წარმოდგენილი.

შეჯიბრს 10 იანვარს სპორტულ წყვილები და მამაკაცები გახსნიან, 11 იანვარს ასპარეზს ქალები დაიწყებენ, ბოლოს კი ტურნირში მოცეკვავეები ჩაერთვებიან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა