თეგებით ძიება

რა დავლიოთ იმუნიტეტისთვის ?

„ოქროს რძე“ კურკუმით

სასმელის დასამზადებლად დაგჭირდებათ 2 ჭიქა რძე, 1 ჩაის კოვზი დაფქული კურკუმა, ნახევარი ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი, ცოტაოდენი დაფქული შავი პილპილი და წითელი წიწაკა, ჯანჯაფილის პატარა ნაჭერი, თაფლი ან ნეკერჩხლის სიროფი.

ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები მოათავსეთ ბლენდერში და მაღალ სიჩქარეზე აურიეთ. მიღებული მასა ჩაასხით პატარა ქვაბში, საშუალო ცეცხლზე დადგით და განუწყვეტლივ ურიეთ, სანამ ადუღებამდე მივა. სასურველია, რომ სასმელი ცხელი დალიოთ.

ვიტამინების კოქტეილი ჯანჯაფილით

სასმელის დასამზადებლად დაგჭირდებათ 60 გრ. ახალი ან გაყინული ისპანახი, 2 ფორთოხალი, 2 ღერი ნიახური, 2 სმ ჯანჯაფილის ფესვი.

ინგრედიენტები დარეცხეთ დაგაასუფთავეთ, დაჭერით ნაჭრებად და წვენსაწურში გაწურეთ. ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი კოქტეილი თქვენს იმუნურ სისტემას აუცილებლად გააძლიერებს.

სტაფილოსა და ბანანის სმუზი

სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ საშუალო ზომის სტაფილო, 0,5 სმ ჯანჯაფილის ფესვი, ნახევარი ბანანი, ნახევარი ლიმონის წვენი, 150 მლ წყალი და ერთი ჩაის კოვზი თაფლი.

გარეცხეთ სტაფილო და ჯანჯაფილი, კანი გააცალეთ და ბანანთან და ლიმონთან ერთად წვენსაწურში გაწურეთ. ბოლოს თაფლი და ცოტაოდენი წყალი დაუმატეთ და გემრიელად მიირთვით.

ვიტამინების კოქტეილი

ამ სასმელის დასამზადებლად დაგჭირდებათ 2 ჭიქა ახალი ან გაყინული მოცვი, ბანანი, ერთი დიდი ვაშლი, ისპანახის პატარა კონა და ერთი ჭიქა წყალი.

ყველა ინგრედიენტი კარგად გარეცხეთ, მოათავსეთ ბლენდერში და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.

ჭარხლის ლატე

სასმელის დასამზადებლად დაგჭირდებათ 45 მლ ახლად გამოწურული ჭარხლის წვენი, ერთი ჩაის კოვზი თაფლი ან ნეკერჩხლის სიროფი, ერთი ჭიქა რძე და სანელებლები გემოვნებით (დარიჩინი, ჯანჯაფილი ან კარდამონი).

გააცხელეთ რძე, დაუმატეთ თაფლი, ჭარხლის წვენი, სანელებლები და კარგად აურიეთ. ჭარხლის ლატე თბილი ან კარგად გაცივებული უნდა მიირთვათ. გისურვებთ ჯანმრთელობას.

წყარო : Funtime


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა