თეგებით ძიება

მე არ ვარ მომხრე რაიმე ნივთისთვის საღებავის შესხმის, ძეგლების ნგრევის და ა.შ. - არ ვარ ასეთი პროტესტის მომხრე, ოღონდ ..- რას წერს ბექა მინდიაშვილი?

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი სა­მე­ბა­ში სტა­ლი­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ან ხატ­ზე სა­ღე­ბა­ვის შეს­ხმის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება:

მე არ ვარ მომხრე რაიმე ნივთისთვის საღებავის შესხმის, ძეგლების ნგრევის და ა.შ. - არ ვარ ასეთი პროტესტის მომხრე

ოღონდ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სტალინის აბსოლუტურად პოზიტიური გამოსუხლუბა სამების ტაძარში არის: 

ღვთის გმობა 

მართლმადიდებელი სარწმუნოების შებილწვა 

უკიდურესი მკრეხელობა

ჯვარცმული ქრისტესთვის მიფურთხება

ას მილიონზე მეტი მოკლული, ნაწამები, დასახიჩრებული ადამიანის ხსოვნის შეურაცხყოფა 

დახვრეტილი და ნაწამები პატრიარქების მღვდლემთავრების, მღვდლების, მონაზვნების წმინდა სახელების აბუჩად აგდება

სტალინის რუსეთის მიერ დაპყრობილი და განადგურების პირას მიყვანილი საქართველოს, საქართველოს მართლმაიდიდებელი ეკლესიისა და სხვა აღმსარებლობის ადამინების წინაშე ჩადენილი უმძიმესი მორალური დანაშაული

მე არ ვიზიარებ იმ აზრს, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად ისმის: სტალინის ადგილი მანდაა, საპატრიარქოში, სამებაში

არანაირად არ არის ასე, არ შეიძლება ასე იყოს, დაუშვებელია ასე იყოს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დაუშვებელია იყოს სტალინის მადიდებელი 

ის აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს ამ უკიდურესი ბოროტებისგან, ამ ღვთის გმობისგან, რომ დაუბრუნდეს ყოვლადწმინდა სამების,  ჯვარცმული ქრისტეს დიდებას - წერს ბექა მინდიაშვილი.

 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა