პირადად გავაკონტროლებ რა მუხლით დაისჯება ეს საზოგადოებისთვის საშიში მანიაკი!!!!!!! “რაის” ჯარიმა?! - თაკო ჩარკვიანი
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი მარნეულში ძაღლის სასტიკი მკვლელობის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება:
გუშინ არ შემხვდა და ავერიდე, დღეს უცბად შემეფეთა და ბოლომდე ცხადია ვერ (არ)ვნახე ძაღლის წამებით ცემით მოკვლის კადრები , შინაგან საქმეთა სამინისტროვ!!!!!!კოლეგებო , დეპუტატებო, უთუოდ უმკაცრესი ზომებია მისაღები, რომ შვილები ჯანმრთელი აზროვნების გავზარდოთ და არა მანიაკებად.
ახლა , არა როგორც პოლიტიკოსი -დეპუტატი არამედ, როგორც არადეპუტატი თამარ ჩარკვიანი “მოვიკითხავ” ამის ჩამდენის ჯიშ-ჯილაგს , ვინც არ შეაჩარა მათ ოჯახებსაც “მოვიკითხავ” და ვინც მოუწონა ეს პათოლოგიურად ჩადენილი მკვლელობა მათაც. მამაპაპურად ,მამაჩემივით “მოვიკითხავ” “ტყიბული, ტყემალი, ტყვარჩელი” და ა.შ………
კორექტულად ვერ “მოვიკითხავ” ამ ჯიშგამწყდარებს, ამ არაადამიანის მოდგმას, ამ ქვესკნელის, ფსკერის ბინადართ. ხოლო, როგორც დეპუტატი კი ,ჩამოგყვებით -ჩაგყვებით ბოლომდე, პირადად გავაკონტროლებ რა მუხლით დაისჯება ეს საზოგადოებისთვის საშიში მანიაკი!!!!!!!
“რაის” ჯარიმა?! - წერს თაკო ჩარკვიანი.