თეგებით ძიება

წითელი ცირკულარით ძებნილ ძმებს 17 და 18 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, დავით მელიქიძის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ ძმებს პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს. მაივე ცნობით, მოსამართლე, მაია ჯავახიშვილის გადაწყვეტილებით, შოთა ბაღდოშვილის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო დავით ბაღდოშვილს – 17 წლით. ძმების ადვოკატი კახა ლეკიშვილი, გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს.

ბრალდებული ძმების სასამართლო პროცესი დაახლოებით სამი წელი მიმდინარეობდა.

დაპირისპირება, სადაც დავით მელიქიძე მოკლეს, მისი თანამშრომელი, სოსო ვარდიძე კი დაჭრეს, აბასთუმანში, კურცხანას ხეობაში, შემოვლითი გზის მშენებლობის მიმდებარედ, 2021 წლის 23 აპრილს მოხდა. მკვლელობაში  ბრალდებული ძმები აბასთუმნელები არიან. ისინი ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებიან და წითელი ცირკულარით ეძებენ.

ცნობისთვის, აბასთუმნის შემოვლით გზას შპს „ჯეო გრუპი“ აშენებს. სწორედ ამ კომპანიის ქვეკონტრაქტორი იყო დავით მელიქიძის კომპანია შპს „დევუდი“, რომლის 30%–ს დავით მელიქიძე, 70%–ს კი ლეა დედიაშვილი ფლობს. აღნიშნული კომპანია ტყიდან ხეების მოჭრასა და გამოტანაზე იყო პასუხისმგებელი. შპს "დევუდთან" ერთად, იგივე სამუშაოებს ასრულებდა ბრალდებულების კომპანიაც. გარდაცვლილსა და ბრალდებულებს შორის მოხმდარი დაპირისპირებაც აღნიშნულ საქმიანობას უკავშირდება.

შემოვლითი გზა იწყება მდინარე აბასთუმნისა და კურცხანას შესართავთან და მთლიანობაში 60 კილომეტრს შეადგენს. გზის ის მონაკვეთი, რომელმაც აბასთუმანს უნდა შემოუაროს 16 კილომეტრია. მათგან 9.2 კილომეტრი ბორჯომ-ბაკურიანის ეროვნულ პარკზე გაივლის და 370 მეტრზე გვირაბი მოეწყობა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა