„დამიკავშირდნენ იტალიელი ცხოველთა დამცველები, რომლებმაც მოგვაწოდეს იდეა“ - რას წერს მიშა კაჭკაჭიშვილი
ცხოველთა დამცველი მიშა კაჭკაჭიშვილი მარნეულში ძაღლის წამებით მოკლული ძაღლის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
იტალიაში 7 წლის წინ სამმა ბიჭმა თეთრი ძაღლი ჩამოახრჩო, რომელიც ჩამოხრჩობის მომენტშიც კი კუდს უქიცინებდა მათ. ბუნებრივია ისინი კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯეს. ძაღლს იტალიელებმა დაარქვეს ანჯელო-ანგელოზი და მას ძეგლიც დაუდგეს. დამიკავშირდნენ იტალიელი ცხოველთადამცველები, რომლებმაც მოგვაწოდეს იდეა, ამ ძაღლს დავარქვათ ანჯელო ჯორჯია და დავუდგათ მასაც ძეგლი - წერს მიშა კაჭკაჭიშვილი.