თეგებით ძიება

ადმინისტრაციული ჯარიმა არის სრულიად არასაკმარისი და არაადეკვატური სასჯელი! - ამ დანაშულის ჩამდენი უნდა მიბრძანდეს ციხეში - ირმა ინაშვილი

"პატრიოტთა ალიანსის" ერთერთი ლიდერი რიმა ინაშვილი სოციალურ ქსელში სამების საკათედრო ტაძარში, სტალინის გამოსახულებიან მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმის ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

ადმინისტრაციული ჯარიმა არის სრულიად არასაკმარისი და არაადეკვატური სასჯელი!!!!!!!! ამ დანაშულის ჩამდენი უნდა მიბრძანდეს ციხეში. ვინც წმინდა მატრონას ხატი მიზანმიმართულად დააზიანა, მკაცრად უნდა აგოს პასუხი - წერს ირმა ინაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა