თეგებით ძიება

ეკლესიის მიერ წმიდანად შერაცხილმა გაბრიელ სალოსმა კომუნისტების დროს ცეცხლი წაუკიდა ლენინის დიდ პლაკატს - რას წერს ბექა მინდიაშვილი?

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი სციალურ ქელში წერს:

ეკლესიის მიერ წმიდანად შერაცხილმა გაბრიელ სალოსმა, გაბრიელ ურგებაძემ, კომუნისტების დროს ცეცხლი წაუკიდა ლენინის დიდ პლაკატს, რის გამოც კომუნისტებმა ის დააპატიმრეს. გაბრიელ ბერის ეს ნონკონფორმისტული აქტი მისი ოფიციალური საეკლესიო ბიოგრაფიის ,,ცხორებაის" ნაწილია და ამაზე ეკლესია თავად საუბრობს, როგორც მორწმუნე მართლმადიდებლის წმიდა მოვალეობის შესრულებაზე, როგორც აღმსარებლობის დაცვით განპირობებულ ქმედებაზე. სამებაში სტალინის პოზიტიური პორტრეტი არის ასჯერ და ათასჯერ უფრო დიდი ღვთის გმობა, ვიდრე კომუნისტურ საქართველოში ლენინისა და სტალინის პლაკატები და ბანერები იყო. ამიტომ ეკლესიამ მხოლოდ და მხოლოდ მადლობა შეიძლება უთხრას ამის ჩამდენს - იმისგან დამოუკიდებლად მოგვწონს თუ არა პროტესტის ეს რადიკლაური ფორმა - წერს ბექა მინდიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სამების საკათედრო ტაძარში, სტალინის გამოსახულებიან მატრონა მოსკოველის ხატზე ნატა ფერაძის მიერ საღებავის შესხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა