„პირდაპირ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები მინიმუმ ორი მუხლით“ - დიმიტრი ლორთქიფანიძე მიმართვას ავრცელებს
საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ხელისუფლების გასაგონად!!!
თუ ,შემდგომ 24 საათში, სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიეცემა ყველა ის პირი, ვინც დაგეგმა და განსაკუთრებული ცინიზმით აღასრულა დანაშაული სამების საკათედრო ტაძარში, სახალხო პასუხისგებაში მივცემთ გენერალურ პროკურორს , ვისაც ევალება კანონიერებაზე ზედამხედველობა!!!
ცხადზე ცხადია, რომ ამ კონკრეტულ
შემთხვევაში, ადმინისტრაციული გადაცდომა კი არა, პირდაპირ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები მინიმუმ ორი მუხლით, რაც ერთ შემთხვევაში სხვისი ქონების დაზიანებას გულისხმობს მნიშვნელოვანი ზიანის შედეგით( საქ სსკ 187მ) და მეორეს მხრივ, რელიგიური წესის აღსრულების ხელშეშლას(საქ სსკ 155 მ)!!!
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით შემოფარგვლა მაუწყებელი იქნება აღნიშნულ დანაშაულში ხელისუფლების თანამონაწილეობისა !!! - წერს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება.