თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი იწყება
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი იწყენა. საქმე ეხება ბიუჯეტიდან ცხრა მილიონი ლარის გაფლანგვას. წინასწარი ინფორმაციით, სხდომას ბრალდებული დისტანციურად დაესწრება.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები.