უილემ დეფოს ვარსკვლავი გაუხსნეს
ამერიკელ მსახიობ უილემ დეფოს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. ამის შესახებ Uniland-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, გახსნის ცერემონიას დეფოს კოლეგები - პედრო პასკალი, პატრიშა არკეტი და მარკ რუფალო დაესწრნენ.
„ღიმილს ვერ ვწყვეტ. ეს არაჩვეულებრივია“, - განაცხადა 68 წლის დეფომ ვარსკვლავის გახსნის შემდეგ.
დეფო ოსკარის ოთხგზის (1987, 2001, 2018, 2019), ოქროს გლობუსის სამგზის (2001, 2018, 2019) და ბრიტანეთის კინოაკადემიის ერთგზის ნომინანტია (2018). საყოველთაო აღიარება მას აშშ-ის არმიის სერჟანტის ელაის გორდინის როლმა მოუტანა, ფილმში „ოცეული“.