თეგებით ძიება
10. 01. 2024 ვიდეო

"არანაირი მტკიცებულება არ არის, სასამართლო ალბათ არ გამოიყენებს აღკვეთს" - ძაღლზე მოძალადე კაცის ადვოკატი (ვიდეო)

კაცი, რომელმაც მარნეულში ძაღლი ცემით მოკლა, ბრალს არ აღიარებს, - ამის შესახებ მისი ადვოკატი აკეთებს განცხადებას. ადვოკატისთვის გაუგებარია, რატომ დააკავეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი.

"ვაფშე არანაირი მტკიცებულება არ არის. არა, ვერ იმასშვებოდნენ და რაღაცნაირად ახლა გააკეთეს. რის საფუძველზე დააკავეს არ ვიცი, სასამართლოზე ეს კაცი ნებაყოფლობით გამოცხადდა და სასამართლო ალბათ არ გამოიყენებს აღკვეთ ღონისძიებას. როგორ შეიძლება აღიარება", - ამბობს ადვოკატი.

შემთხვევა მარნეულში 6 დეკემბერს მოხდა. კაცი კი სამართალდამცველებმა 9 იანვარს, მას შემდეგ დააკავეს რაც სოციალურ ქსელში ძაღლზე ძალადობის კადრები გავრცელდა. დაკავებული არიფ გოიუშოვია 

პროკურატურამ დაკავებულს ბრალი დღეს წარუდგინა.

ნახეთ ვიდეო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა