იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 206-მდე გაიზარდა
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 206-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
იაპონური მედიის ცნობით, დაახლოებით 50 ადამიანი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
იშიკავას პრეფექტურის მთავრობამ განაცხადა, რომ 26,000-ზე მეტი ადამიანი ევაკუაციის ცენტრებში რჩება, ხოლო 3,100 მცხოვრები გარე სამყაროსგან მოწყვეტილია.
შეგახსენებთ, იაპონიაში 1-ელ იანვარს მიწისძვრების სერია მოხდა, მათგან ყველაზე ძლიერი 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.