თეგებით ძიება

ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ფლობს საქართველოს მთავრობის 100%-იან წილს - პაატა მანჯგალაძე

პარტიის პოლიტსაბჭოსთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ერთპიროვნულად წარდგენის უფლებით ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის საკონტროლო პაკეტი 100%-ით მიიტაცა და მიისაკუთრა, რაც მის არაფორმალურ ბუნებაზე მიუთითებს, - ამის შესახებ პარლამენტში, „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მესამედ დაბრუნებით „კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ის არაფორმალური მმართველია, ხოლო პარტია „ქართულ ოცნების“ წესდებაში შეტანილი ცვლილებით წილი 100%-ით გადაიფორმა“.

„პოლიტიკაში შემოსვლით ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ის არის არალეგიტიმური, არაუფლებამოსილი ლიდერი, ვისთვისაც ხალხს ძალაუფლება არ მიუნიჭებია. ის კულუარებში იქნებოდა თუ კულუარებს გარეთ მნიშვნელობა არა აქვს - რჩება ოლიგარქად. ოლიგარქია დაკავშირებული არ არის კულუარებში ყოფნა-არყოფნასთან. ოლიგარქია დაკავშირებულია არალეგიტიმური ძალაუფლების ფლობასთან დიდი ფინანსური რესურსის გამოყენებით.

ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ფლობს საქართველოს მთავრობის 100%-იან წილს“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა