თეგებით ძიება

ალბათ სიმთვრალეში პათოლოგიური გადახრები ჰქონდა - რას ჰყევბა მეზობლები, ვარკეთილში მომხდარ შემზარავ მკვლელობაზე?

კაცი, რომელმაც ცოლი სასტიკად მოკლა, ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

30 წლის გიორგი კავლელაშვილს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, ის ახლა ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ განაგრძობს მკურნალობას. როგორც ექიმმა "კურიერის" განუცხადა, ამ ეტაპზე დაკავებულის გამოკითხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიზანშეწონილი არ არის.

მას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. არსებული  ინფორმაციით, აღნიშნული პროცედურა მის გარეშე ჩატარდება. დაკავებულს უკვე ჰყავს ადვოკატი და სწორედ ინტერესების დამცველის თანამონაწილეობით მოხდება ბრალდების წარდგენა.

ამასთან, "კურიერი" დღეს იმ ბინაშიც იმყოფებოდა, სადაც დანაშაული მოხდა. ადგილზე "რუსთავი 2-ის" გადამღებ ჯგუფს დაკავებულის მამა დახვდა, თუმცა მან მომხდართან დაკავშირებით საუბარი არ ისურვა. როგორც ცნობილია, დაკავებულის მამა დანაშაულის მთავარი მოწმეა.

როგორც მეზობლები აცხადებენ, მამაკაცი მომხდარს შეესწრო.

"როგორც მეზობლებმა თქვეს, მამამთილი შესწრებია და ბავშვი გამოუყვანია. ალბათ [დაკავებულს] სიმთვრალეში პათოლოგიური გადახრები ჰქონდა, თორემ როგორ შეიძლება ეს ნორმალური ფსიქიკის ადამიანმა გააკეთოს, თუნდაც ნასვამ მდგომარეობაში," - აღნიშნა ერთ-ერთმა მეზობელმა.

ცნობისთვის, კაცმა მძინარე ცოლს დანით სასიკვდილო ჭრილობები გუშინ გამთენიისას მიაყენა. 27 წლის ქალი ინგოროყვას კლინიკაში უმძიმესი დაზიანებებით შეიყვანეს, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. კაცმა ცოლის დაჭრის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა