თეგებით ძიება
10. 01. 2024 მსოფლიო

ერთწლიანი მკურნალობის შემდეგ ბელა ჰადიდმა პირველ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა

ბელა ჰადიდი, რომელმაც ლაიმის დაავადების გამწვავების გამო სამოდელო კარიერა შეაჩერა, მოდის სფეროს დაუბრუნდა და ჟურნალი Perfect-ის 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის ოთხი გარეკანისთვის იპოზიორა.

„კეთილი იყოს შენი დაბრუნება შინ, ბელა“, - წერენ გამოცემის რედაქტორები ინსტაგრამზე. სუპერმოდელი ფოტოგრაფ, ბრაის ანდერსოის ობიექტივის წინს პოზირებდა.

2023 წელს ბელა იშვიათად ჩნდებოდა საზოგადოებაში და პრაქტიკულად, არ გადაუღია ფოტო მოდის გამოცემებისთვის. ჰადიდმა ასევე გამოტოვა რამდენიმე მოდის კვირეული. სუპერმოდელმა 100 დღეზე მეტი გაატარა სამედიცინო ცენტრში, პერიოდულად უკავშირდებოდა გამომწერებს და უარყოფდა ჭორებს ნარკომანიის მკურნალობის შესახებ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა