თეგებით ძიება

მატრონა მოსკოველის ხატისთვის საღებავის შესხმის გამო, ნატა ფერაძის სახლთან „ალტ-ინფო“ აქციას მართავს

სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის სახლთან ხმაურია. ადგილზე, სავარაუდოდ, „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები აქციას მართავენ, მიზეზი კი სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ მატრონა მოსკოველის ხატთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალაა.

უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული. აქციის მონაწილეები ნატა ფერაძის სახლთან მიახლოებას ცდილობენ, რის საშუალებასაც პოლიციელები არ აძლევენ.

„გამხეცებულად ყვირიან. „ალტ-ინფოა“. მთელი ეკლესიები თავზე დაგვემხო და იმაზე რეაქცია არ ჰქონდათ და ამ რუსეთიდან ჩამოთრეულ მატრონა მოსკოველის ხატზე, სადაც სტალინია გამოსახული, ეს დაიმართეს. ეს აგიტაცია აყვანილია უმაღლეს დონეზე,“ -განაცხადა ფერაძემ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, საღებავი შეასხეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა