თეგებით ძიება
10. 01. 2024 მსოფლიო

სისტემური შენელების გამო, ძველი iPhone-ების მფლობელებს Apple-ი კომპენსაციას გადაუხდის

მას შემდეგმ რაც სასამართლოს გზით დადასტურდა Apple-ის მიერ iPhone-ების სისტემური შენელების შესახებ, კომპანიამ დაკისრებული კომპენსაციის გადახდის ეტაპები დაიწყო. მოსარჩელე მხარე კომპანიისგან დაახლოებით 500 მილიონ დოლარს მიიღებს.

საქმე 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, როდესაც Apple-მა დაადასტურა დიდი ხნის ეჭვი ტელეფონების მფლობელებს შორის და აღიარა, რომ მან განზრახ შეანელა სისტემურად iPhone-ის ზოგიერთი მოდელი. ამ შემთხვევაში საუბარია ძველ მოდელებზე. თუმცა მაშინ მათ თავი იმით იმართლეს, რომ ბატარეის დაძველებასთან ერთად მათი სიცოცხლისუნარიანობაც მცირდება, რა დროსაც სისტემური შენელება ტელეფონების მუშაობას გაახანგრძლივებდა.

კომპანიას ბრალი ედება, რომ მან არ გააფრთხილა მომხმარებლები ამ გადაწყვეტილების შესახებ. ხოლო ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ, კომპანიამ თავის მომხმარებლებს ბატარეის შეცვლა ფასდაკლებით შესთავაზა.

ცნობისათვის, სკანდალის დასაწყისში Apple-მა სარჩელს "უსაფუძვლო" უწოდა და განაცხადა, რომ ისინი არასოდეს გააკეთებდნენ ისეთ რამეს, რაც მათ პროდუქციას ზიანს განზრახ მიაყენებდა.

მსგავსი საქმე დიდ ბრიტანეთშიც მიმდინარეობს, სადაც კომპენსაციის მოცულობა 1,6 მილიარდ ფუნტ სტერლინგს უტოლდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა