თეგებით ძიება

„ვევედროთ დედა მატრონას, ქართველებს ეს მკრეხელობა აპატიოს“ – მეუფე სპირიდონი

„ჩადენილი იქნა ძალზედ მძიმე ცოდვა, შეურაცხყვეს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აღიარებული დიდი წმინდანის, დიდი სასწაულთმოქმედის, ნეტარი დედა მატრონა მოსკოველის ხატი“, – წერს სოციალურ ქსელში სხალთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი.

აღნიშნულით იგი სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ „ეს მკრეხელობა ცხადია ეშმაკის, ბელზებელის ნამოქმედარია“.

„ეს მკრეხელობა ცხადია ეშმაკის, ბელზებელის ნამოქმედარია, რომელიც შემსრულებლად იყენებს ეკლესიის მიმართ მტრულად განწყობილ, მისგანვე გონებაწართმეულ ადამიანებს.

„გადაწყვეტილება მიღებულია ტაძარში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად“ – დღეს და ხვალ სამებაში ჟურნალისტები აკრედიტაციის გარეშე ვერ შევლენ

უფალი ბრძანებს, რომ ბოროტება ლოცვით და მარხვით განიდევნება.

ვევედროთ დედა მატრონას, ქართველებს აპატიოს ეს მკრეხელობა და, რომ დედა მატრონამ დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო ყოველგვარი განსაცდელისა და ყოველი ხილული და უხილავი მტრებისაგან და გაამთლიანოს და გადაარჩინინოს საქართველო“. – წერს სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა