Henley & Partners-მა მსოფლიოს პასპორტების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა
მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი პასპორტების 2024 წლის რეიტინგში პირველ ადგილს საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, სინგაპური და ესპანეთი იყოფენ. ამ ქვეყნების პასპორტების მფლობელები, მოგზაურობისთვის ყველაზე მოსახერხებელი პირობები აქვთ. ასეთია Henley & Partners-ის ინდექსის ახალი ანგარიში, რომლის შესახებაც ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ამ 6 ქვეყნის მოქალაქეს 194 სახელმწიფოში შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რეიტინგში საქართველოც მოხვდა. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს უვიზოდ 121 ქვეყანაში შეუძლიათ მოგზაურობა, რაც საკმარისი აღმოჩნდა რეიტინგში 50-ე ადგილისთვის.
2024 წლის ყველაზე სუსტი პასპორტი კი ავღანეთის მოქალაქეებს აქვთ (104-ე ადგილი), რომლებსაც მხოლოდ 28 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა.