თეგებით ძიება

ეს არის ლინჩის წესის დანერგვა - ეს ხალხი ამას თავისით ვერ მოიფიქრებდა, ისინი არიან ბინძური და კარგად გათვლილი სტრატეგიით მართული ხალხი - ნატა ფერაძე

წარმოუდგენელია, როცა ამდენი უბედურება ხდება ქვეყანაში, თუნდაც ეკლესიის შიგნით, როცა ისტორიული ეკლესიები თავზე გვენგრევა, ამ ვიღაცა მატრონა მოსკოველის გამო ამხელა ამბის ატეხა, რა თქმა უნდა, ძალიან უშნოდ მართული აბსურდია, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მან გაითვალისწინა პოლიციის მოწოდება და დარჩა სახლში მაშინ, როდესაც „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები მის სახლთან პროტესტის ნიშნად მივიდნენ.

„წინა პრაქტიკიდან გამომდინარე, რაც „პრაიდთან“ ხდებოდა, და პატრულს „შეეპარნენ“ და დაარბიეს [„ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები], და ასევე იგივე მოხდა ივლისში, დარწმუნებული არ ვიყავი იმაში, რომ ასევე არ „შემოიპარებიან“, თუმცა ამჯერად პატრულმა ნამდვილად კარგად იმუშავა და ამას ვიტყვი ყველა ჯერზე. ძალიან დიდი მობილიზაცია იყო.

მე არ მიყურებია არც ტელევიზორში ჯერ გამორღვევაზე, თუმცა მესმოდა და პატრულის თხოვნით, გავიწიე და აღარ ვადევნებდი თვალყურს რას აპირებდნენ და რას აკეთებდნენ. ეს არ არის ნორმალური, ეს არის ცუდი სიზმარივით, ლინჩის წესის დანერგვა. ეს ხალხი ამას თავისით ვერ მოიფიქრებდა, ისინი არიან ბინძური და კარგად გათვლილი სტრატეგიით მართული ხალხი. წარმოუდგენელია, როცა ამდენი უბედურება ხდება ქვეყანაში, თუნდაც ეკლესიის შიგნით და როცა ისტორიული ეკლესიები თავზე გვენგრევა, ამ ვიღაცა მატრონა მოსკოველის გამო ამხელა ამბის ატეხა, რა თქმა უნდა, ძალიან უშნოდ მართული აბსურდია“, - აღნიშნა ფერაძემ.

ნატა ფერაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, თუ ვის მიერ შეიძლება იყვნენ მართული მის სახლთან შეკრებილი „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები, განაცხადა, რომ აღნიშნულ ქმედებას წინ საპატრიარქო უძღვის.

„რა ეჭვი უნდა ამას, საპატრიარქოს მიერ არიან მართულები, რა თქმა უნდა. საპატრიარქო, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ბინძური პოლიტიკური აქტორი.“ - განაცხადა ნატა ფერაძემ.

ცნობისთვის, „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები დღეს ნატა ფერაძის საცხოვრებელ სახლთან პროტესტის ნიშნად მივიდნენ. ისინი გუშინ ნატა ფერაძის მიერ სტალინისა და მატრონას ხატისთვის საღებავის შესხმას აპროტესტებდნენ. „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები ნატა ფერაძის სახლში ასვლას ცდილობდნენ, თუმცა ამის საშუალება მათ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ამ დროისთვის უკვე ნატა ფერაძის სახლთან შეკრებილი „ალტ-ინფოს “წარმომადგენლები აღარ იმყოფებიან. ადგილზე მხოლოდ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები რჩებიან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა